პოლიტიკა
საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები გაეცნენ

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი.  დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ.

დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.