პოლიტიკა
სექს-პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად სამი ქალი აირჩია

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს  სექს-პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა  აირჩია. მარგველაშვილმა პარლამენტში წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრას ესწრებოდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ არჩეულ-წარდგენილი, მაგრამ პარლამენტის მიერ ჯერჯერობით არ დამტკიცებული ანა დოლიძე

 „მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ.  მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შეძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას,“ - განაცხადა საქართველოს სექს-პრეზიდენტმა, რომელსაც, მისივე თქმით, „ჰქონდა, აქვს და ექნება მდიდარი სექსუალური ცხოვრება“.