აქტუალური
„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი სტიუარტ ტეილორი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა სტიუარტ ტეილორს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

 „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს.