აქტუალური
„ეს მანდავოშკა გაბლატავდა!“ – თამაზ მეჭიაური – ნიკა გვარამიაზე

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას “მანდავოშკას” უწოდებს და მიაჩნია, რომ ის დაუსჯელობამ  “გააბლატავა”.

 „ეს მანდავოშკა “პრესტიჟული” საკნის “პარაშასთან” რომ არ ზის, მისი ფილმების მთავარ გმირ ყავარჯნიანთან, იმიტომ “გაბლატავდა”…. - წერს მეჭიაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 თამაზ მეჭიაურის ეს რეპლიკა ნიკა გვარამიას პოსტს მოჰყვა, სადაც მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფსიქოლოგიური ტერორისტები უწოდა, ხოლო მეჭიაურის განცხადებებს – ნაძირლობა.

 მეჭიაური გამოეხმაურა არასამთავრობოების მოთხოვნასაც მის დაკითხვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა.

 “მე მოვუწოდე ისეთი თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპრომატები, არამარტო ამ ვიდეომასალაში არამედ ზოგადად, ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი. ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას. ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, იმიტომ, რომ ცდილობენ, ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.