უცხოეთი
საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. NATO-ს მთავარსარდალმა ევროპაში ფილიპ ბრიდლავმა ევროკავშირში მზვერავ თვითმფრინავებს "U-2" რუსეთის დაზვერვისკენ მოუწოდა, - აღნიშნულის შესახებ ბრტიანული გამოცემა The Independent წერს.
გენერლის მოსაზრებით, ისინი აუცილებელია რუსეთის აგრესიის კონტროლისათვის.
მისი თქმით, მზვერავი–თვითმფრინავი მოსკოვიდან მომდინარე საფრთხისათვის ერთ-ერთ ეფექტიან წინააღმდეგობას წარმოადგენს, მას მერე, რაც ამერიკულმა ძალებმა ევროპაში კონტროლის რესურსი შეამცირა, - წერს გამომცემლობა.
გენერალმა ბრიდლავმა, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულს უნდა დატოვოს NATO-ს მთავარსარდლის პოსტი ევროპაში, განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთვის "გრძელვადიან ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს".