უცხოეთი
ტრამპმა იდიოტიზმი უწოდა აშშ-ს მცდელობას, ერთდროულად ებრძოლოს ასადსა და „ისლამურ სახელმწიფოს“

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სიგიჟე და იდიოტიზმია ვაშინგტონის მცდელობა, ერთდროულად ეომოს სირიის პორეზიდენტს ბაშარ ასადს და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ – ამის შესახებ მან გაზეთ The New York Times-თან საუბარში განაცხადა.

 „ისლამური სახელმწიფო“ უფრო მეტად საშიშია აშშ-სთვის, ვიდრე ასადი. მე არ ვამბობ, რომ ის კარგი ადამიანია, ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა – ეს დაჯგუფებაა“, – განაცხადა ტრამპმა . მისი თქმით, ამერიკის ლიდერი ბარაქ ობამა „ისლამურ სახელწმიფოსთან“ საბრძოლველად შეზღუდული შესაძლებლობებით მოქმედებს. „მე უკვე ვთქვი, რომ აუცილებელია მათ ნავთობი წაართვან. ამის შესახებ წლების წინაც ვამბობდი. ქვეყნის მთავრობა დღემდე ვერ მიახლოებია ამ მიზანს“, – მიაჩნია რესპუბლიკელთა კანდიდატს.