აქტუალური
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და წმინდა სიმონ ბარსაბას სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრნენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მრევლს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს და ქართველებისა და ასირიელების ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.

წირვა მამა ბენიამინმა არამეულ ენაზე აღავლინა და  სტუმრებს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

სააღდგომო წირვას საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში ასირიელების სათვისტომოს ხელმძღვანელი დავით ადამოვი ესწრებოდნენ.