აქტუალური
თავდაცვის მინისტრი სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარ სურბ გევორქში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

 „დღევანდელი დღე, აღდგომა, პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა, ბედნიერი წელი ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომ საქართველოს სამხედრო ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურე, ყველა ჯარისკაცი გრძნობდეს თავს ამ შეიარაღებული ძალების ნაწილად. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, საქმით, ყოველდღიური ცხოვრებით ვაჩვენოთ ის ტოლერანტობა, რომლის შესახებაც წიგნებში წაგვიკითხავს, ის სიყვარული ერთმანეთის მიმართ, რომელიც ისტორიის გაკვეთილებით გვისწავლია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. სამხედროებთან ერთად, ბუნებრივია, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ სომხებს, და ბედნიერ აღდგომას ვუსურვებ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

  არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანესიანმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.