საზოგადოება
მეჭიაური: “ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში მარგველაშვილი, ქადაგიძე და პაპუაშვილი“

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს "შეხმატკბილებულად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში" ადანაშაულებს:

 "მე სულ ვიძახდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა, ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ, ამას რომ ვამბობდი?

 ზედამხედველობის სამსახურის შექმნაზე მივიღეთ კანონი, პრეზიდენტმა დაადო ვეტო, გადავლახეთ, მერე საკონსტიტუციომ შეგვიჩერა ყველაფერი. ქადაგიძის აზრს ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო, დაემთხვა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ერთად ლარის კურსს აფუჭებდა. რატომ არ დასვით მაშინ კითხვა, რომ საეჭვოდ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად? - მიპასუხეთ. ჩემი აზრით, ეს სამნი, პირდაპირ თუ ირიბად, თანამონაწილეები იყვნენ ლარის გაუფასურების...

 გამოდის ახლა ქადაგიძე და იძახის, "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო".  გეგონება, აკაკი წერეთელი მყავდეს. მგონი, მარტო აკაკი წერეთელი აქვს წაკითხული",  - დასძინა თამაზ მეჭიაურმა.