საზოგადოება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, რომელმაც პოლონელი და ქართველი ხალხის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა.

 სტუმრებს  სიტყვით ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მიმართა, რომელმაც შეხვედრას ორი ერის  ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი უწოდა. შეხვედრას ესწრებოდა თბილისის საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი.

 პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იან დზედზიჩაკის, პოლონეთის სეიმის წევრის, პოლონურ-ქართული საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის მალგოჟატა გოსევსკას, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორის იან ვალიცკის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას, ასევე პოლონეთის სეიმის წევრების შემადგენლობით, საგანგებოდ ესტუმრა თბილისს ერთ-ერთი გამზირისთვის პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა  საკრებულოს სხდომაზე  ერთხმად მიიღეს.