საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში.
უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი - 45 000 აშშ დოლარად ღირებული LEXUS GX 470 ე. კოდუამ სახელმწიფოზე გადაცემის ნაცვლად თავისი შვილის სახელზე გააფორმა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ე. კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის.