უცხოეთი
ბრიუსელელმა პოლიციელებმა ტერორისტების ძებნის ნაცვლად ორგია მოაწყვეს!

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. იცნობდეთ: ფოტოს ცენტრში – ბრიუსელის პოლიციის კომისარი ალან ვანდერპურტია, ყველა ტერორისტის „რისხვა“... ბრიუსელის პოლიცია იძიებს საქმე თავის თანამშრომელთა მიმართ, რომლებმაც პირდაპირ განყოფილებაში ორგია მოაწყვეს იმ დროს, როცა ბელგიის დედაქალაქში ტერორისტუული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ამის შესახებ The New York Times ადგილობრივ გამოცემა La Dernière Heure–ზე დაყრდნობით წერს.

 ორგია 21 ნოემბრისა, როცა ტერორისტული საფრთხის დონე ბრიუსელში 4–ს – უმაღლესს აღწევდა და 26 ნოემბრის, როცა ტერორისტულმა საფრთხემ 3–მდე დაიწია, შუალედში მოეწყო. 20 ჯარისკაცი განათავსეს ბრიუსელის ერთ–ერთი რაიონის პოლიციის განყოფილებაში, რომელიც მოლენბეკს ესაზღვრებოდა, სადაც ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული პირების დაკავებები მოხდა. საღამოს 10 საათის შემდეგ, როცა განყოფილება დაიკეტა, ორი პოლიციელი ქალი მიიწვიეს ზემოთ, სადაც ისინი სექსით დაკავდნენ 8 ჯარისკაცთან და ალკოჰოლური სასმელიც მიირთვეს.

 ბრიუსელის პოლიციაში დაადასტურეს, რომ შიდა გამოძიება უკვე დაწყებულია.