უცხოეთი
მედია: ტერორისტების მთავარი სამიზნე ბელგიის ატომური ელექტროსადგურები იყო

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ტერორისტების მთავრი სამიზნე ბელგიის ატომური ელექტროსადგურები უნდა გამხდარიყო, თუმცა სალაჰ აბდესლამის დაკავებამ, ტერორისტებს ქმედებების დაჩქარებისკენ უბიძგა ტერაქტები ტრანსპორტში განეხორციელებინათ. – ამის შესახებ გაზეთი La Derniere Heure წერს.

 „აბდესლამის დაკავება ბრიუსელის ტერორისტულ დაჯგუფებას თავი მოაცალა და ბელგია გაცილებით მასშტაბურ ტერაქტებს აარიდა. მათი ერთ-ერთი სამიზნე ბელგიის ატომური ელექტროსადგურები უნდა გამხდარიყო“, - წერს გამოცემა ძალოვან სტრუქტურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

 წყაროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ძმები ბაკრაუები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც გასული წლის დეკემბერში ბელგიის ატომური პროგრამის ხელმძღვანელის სახლთან ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟეს.

 „გარდა ამისა, სწორედ მათ ეკუთვნით ვიდეოჩანაწერი სადაც ამ ადამიანის სახლის მისადგომები ჩანს და მისი გადაადგილების მარშრუტია ასახული. ვიდეოჩანაწერი პოლიციელებმა სპეცოპერაციის დროს, ამავე ტერორისტული დაჯგუფების წევრის ბინაში იპოვეს“, - აღნიშნავს გაზეთი.