საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება:
„ნატოსთვის დიდი პატივია, ჰყავდეს საქართველოს მსგავსი მტკიცე პარტნიორი, რომელიც აგრძელებს უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. როგორც ყველამ ვიცით, საქართველო გახლავთ ავღანეთის მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ. საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ქართველი ხალხისა იმისათვის, რომ ისინი დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას იჩენენ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები 15 წელზე მეტია ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ორივე ქვეყნის ჯარისკაცებმა იციან, თუ რას ნიშნავს, იყვნენ თანამებრძოლები მზარდი გამოწვევებით აღსავსე დღევანდელ რთულ უსაფრთხოების გარემოში“, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.