აქტუალური
ფილიპ ბრიდლავი: „ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლვმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების მისიებში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

 „ქალბატონო მინისტრო, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი, მამაც ქართველ სამხედროებს, რომლებიც თავგანწირვით ასრულებენ მისიას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციებში. ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ძალიან სახიფათო საომარ მოქმედებათა თეატრებში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო კავშირები. საქართველო ნამდვილად ღირსეული პარტნიორია და გვსურს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი ჩვენი ქვეყნებისთვის, - აღნიშნა ბრიდლავმა.

 აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესავალი სიტყვების შემდეგ პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.