აქტუალური
„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს“- ფილიპ ბრიდლავი

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლვმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე და დაგეგმილ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრა.

 „ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს. გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკულ ალიანსში. ეს არის ჩვენი პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ჩვენ მოუთმენლად ველით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებას საქართველოსთან, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ჩვენს სტანდარტებთან.

 მაისში „ღირსეული პარტნიორი 2016“ სამი კვირის განმავლობაში თავს მოუყრის ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს ვაზიანის პოლიგონზე, რათა გავაძლიეროთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაბამისი შესაძლებლობები“, - განაცხადა გენერალმა.