უცხოეთი
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ბელგიური მედიის ცნობით 2 თვითმკვლელი ტერორისტი ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი იყვნენ. ისინი კადრებში აეროპორტის სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა.
ორივე მათგანი მაუწყებლის RTBF-ის ცნობით, კარგად ნაცნობი იყო პოლიციისთვის. მათთან ერთად კადრებში მესამე პირი ჩანს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ უცნობია.
ტერორისტულმა აფეთქებებმა აეროპორტში 22 მარტს 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 250 კი დაიჭრა.