უცხოეთი
პოროშენკომ და ბაიდენმა სავჩენკოს გათავისუფლების გეგმაზე იმსჯელეს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს. გასულ ღამეს სატელეფონო საუბარი შედგა პეტრო პოროშენკოსა და ჯო ბაიდენს შორის.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ კრემლი ვალდებულია მინსკის შეთანხმების პირობების თანახმად ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლოს.

უკრაინელი მფრინავის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმაც გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული მხარე კანონმდებლობის მკაცრი დაცვით იმოქმედებს.

22 მარტს როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში ლუგანსკთან რუსი ჟურნალისტების მკვლელობისა და ასევე, კიდევ ერთ მათგანის სიცოხლის ხელყოფის მცდელობის გამო. ასევე მას დაეკისრა ჯარიმა 30 ათასი რუბლის ოდენობით რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. დაკავების ვადის გათვალისწინებით, მას სასჯელის მოხდა კიდევ 20 წლისა და ოთხი თვის განმავლობაში მოუწევს.