საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა აბაშაში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. აბაშაში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ტყვირში, პირველ მაისში, გაუწყინარსა და  სეფიეთში სკოლამდელი დაწესებულებები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ქურდოვანიძემ გახსნეს.

ამ სოფლებში არსებული ბაღის შენობები ავარიული იყო და მოსახლეობას ბავშვები მეზობელ სოფლებში დაჰყავდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში აბაშაში სულ 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და 5 (ონტოფო, მადანი, სამიქაო, ზანათი, სუჯუნა) აღდგა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კი ბოლო სამი წლის განმავლობაში აშენდა და რეაბილიტირებულია 200-ზე მეტი საბავშვო ბაღი.