საზოგადოება
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. რაც შეეხება ამომრჩევლებს, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება არჩევნები, მათი საერთო რაოდენობა  19.831-ია.  22 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად  ორგანიზებას გაუწევს 6 საოლქო საარჩევნო კომისია.

კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე  შეწყვეტის გამო დაინიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია  მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

არჩევნები, 8 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 19 საარჩევნო უბანზე ჩატარდება:

  1. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  3 საარჩევნო უბანზე;
  2. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;
  3. №30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის  ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე;
  4. №58 წყალტუბოს  საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბანზე;
  5. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;
  6. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;
  7. №66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1 საარჩევნო უბანზე;
  8. №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე.