აქტუალური
პრემიერ კვირიკაშვილს ბელარუსმა კოლეგამ ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პოტენციალი იყო.

მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ისაუბრეს აბრეშუმის გზის ინიციატივის შესახებ და ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები დასახეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.