აქტუალური
საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობაზე საუბარი ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებულ მოლაპარაკებაზე გაგრძელდა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას. კომისიის თანათავმჯდომარებად ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით არსებულ პოტენციალს, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე, გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის საქართველო-ბელარუსის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა.