აქტუალური
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი სტუმრობდა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს თავდაცვის სამინისტროში შეხვდა.

ჩატარდა ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, სადაც აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვეს.