უცხოეთი
სარკოზი: თურქეთი ნაკლებ ევროპული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირთან თურქეთის შეერთების პერსპექტივა ჯანსაღ აზრს ეწინააღმდეგება: ეს ქვეყანა ბევრ საკითხში გაცილებით ნაკლებად წარმოადგენს ევროპულ სახელმწიფოს, ვიდრე რუსეთი. ეს აზრი საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოთქვა.

 „თურქეთი მცირე აზიაში მდებარეობს. ეს დიდი ქვეყანაა, დიდი ცივილიზაცია, მაგრამ ეს ხიდია აზიასა და ევროპას შორის. თურქეთის ადგილი ევროკავშირშ არ არის და ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი. ეს არ ნიშნავს, რომ რამე საწინააღმდეგო მაქვს თურქების, ისინი ჩვენ გვჭირდებიან, ჩვენი მოკავშირეები არიან ნატოს ფარგლებში, თუმცა, როცა ჩვენ დავიწყებთ იმის ახსნას, რომ თურქეთი ევროპაა, სკოლის მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ ევროპის საზღვარი სირიაზე გადის, ეს კი ჯანსაღ აზრს მოკლებულია“, – განაცხადა მან.