2008 წელს ზურაბ ნოღაიდელის მიერ ჩამოყალიბებული პარტიის „სამართლიანი საქართველოსთვის“ რიგგარეშე ყრილობა ერთი საათის დაგვიანებითა და ინციდენტით დაიწყო.
ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხს, მხარი 1/3-მა დაუჭირა, რაც მათივე წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია. როგორც "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, ნოღაიდელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნოტარიულად დამტკიცდება და იუსტიციის სამინისტროს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები ზურაბ ნოღაიდელს მოძრაობიდან მთლიანად არ "უშვებენ" და მას რიგითი წევრის სტატუსს უნარჩუნებენ, რათა "მან მასზე დაკისრებული ვალდებულება მთლიანად არ მოიხსნას და პარტიის წევრთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება დაფაროს".