უცხოეთი
საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას არ უერთდება, - აღნიშულის შესახებ გაეროში სერბეთის ოფიციალური წარმომადგენელი ანა ილიჩი აცხადებს.
"სერბეთის პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცახდეს, რომ სრებეთი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას არასდროს შეუერთდება. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა", - აცახდებს ილიჩი.
აღნიშნული კომენტარი მან ევროკავშირის მიერ განხორციელებულ მოწოდებაზე გააკეთა. შეგახსენებთ, ევროკავშირი გაერო-ს ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებისკენ მოუწოდებს.