უცხოეთი
ტრამპი: „აშშ–ს ნატო ძალიან ძვირი უჯდება“

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა ნატოს საქმიანობაში მონაწილეობის საკითხს უნდა გადახედოს.

CNN-თან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ნატოს წევრობა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება და შეერთებული შტატები გაცილებით მეტ ხარჯავს ვიდრე სხვა რომელიმე წევრი ქვეყანა.

დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ევროპული ქვეყნების.