აქტუალური
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანულ ოჯახს მიულოცეს

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს.

საკრებულოს წარმომადგენლები მარჯანიშვილის ქუჩაზე მცირე მეწარმეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანულ ოჯახს მათივე მაღაზიაში ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.

ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება.

ნოვრუზი 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.