აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუს კოლეგას შეხვდა

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. მინსკში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, დანაშაულს საერთოდ და, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულს საზღვრები არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფოების სამართლდამცავი ორგანოების მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის“.

 იგორ შუნევიჩმა  ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მაღალ სტანდარტს და ყურადღება გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.