სამართალი
„გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საქართველოს საზღვრებზე და აეროპორტებში“ - სუს-ი

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოშიც გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

 "გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.