სამართალი
თაღლითობა სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით - ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი დააკავა

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს.

დუაძემ 2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის

გვარ-სახელით, განუცხადა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის

მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რომელიც შემდეგ შეამცირა 30 000 აშშ დოლარამდე. დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბექა -ს, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლა მოსთხოვა.

დაუკავშირდა თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილსაც და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა.

2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძე თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთიდან ჩამოსულ ბექა დ-ს, შეახვედრა გოგიტა დემეტრაშვილს, რომელმაც მას თავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილად გააცნო. იმავე დღეს ჯემალ დუაძემ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს.