პუბლიკაციები
“ქაჯთა შეყრილობა საქაჯეთში” - მწერალი გივი სომხიშვილი „საქინფორმისთვის“

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ბელზებელის გამოქვაბულის შესასვლელთან წვრილ-მსხვილი ქაჯები ისე ყაყანებენ, რომ ზესკნელის მკვიდრნი შიშით შეჰყურებენ მიწისპირს, ქვესკნელიდან ამომავალ ამ საშინელ ყაყანს მძლავრი მიწისძვრა არ მოჰყვესო, რამეთუ კარგად ახსოვთ, საქაჯეთის ჟოლის ასეთი აბზუვლება რა უბედურების მიმანიშნებელია. თუმცა ფაშიზმის მიერ თავსდატეხილი უბედურების სიმწარე ჯერაც არ მიყუჩებულა, რომ ევროატლანტიკურმა მამებმა კვლავ იწყეს ამ პარაზიტის გამოცოცხლება; დაავიწყდათ, მათ მიერ გამოსათბურებულმა ფაშიზმმა მათვე რომ დაუწყო კბენა.

ახლა კი ქვესკნელში ქაჯთა გაუთავებელი ყიყინი. ადამიანთა მოდგმის გადაგვარება-გადაჯიშებაში მიღწეული წარმატებისგან თავბრუდახვეულთა როკვა ქვესკნელიდან ზესკნელის ასაქოთებლად იწევს. ამ უბედურებამ ევროპასა და ამერიკაში უკვე ამოჟონა და აქედან აპირებს უზნეობა, გარყვნილება, გადაგვარება და გადაჯიშებით ადამიანთა მოდგმის წალეკვას.

ბელზებელი კარგ ხასიათზეა. ადუღებულ კუპრში ჭყუმპალაობისას გარედან ქაჯთა ყაყანი ესმის და წარმატების დაჯერება ახალ ბოროტებისკენ ექაჩება.

კუპრიდან ამოვიდა, ბალანი შეიბერტყა და სიამოვნებისგან დაღრეჯილმა გარეთ შეყრილ ქაჯთა შემოსვლა ბრძანა.

გოგირდის სუნით და მდუღარე კუპრის ორთქლით გაჯერებული მიწისქვეშეთის მბრძანებლის ბუნაგი მრავალი ყალიბის ქაჯთა სიმრავლით აიჯაგრა, აყეფდა, აჭყივლდა.

- ჩვენი სალამი და უღრმესი თაყვანისცემა უწმიდურ, უვერაგეს, უბოროტეს, უთაღლითეს გარყვნილებას; ადამიანთა მოდგმის უბედურებათა მეუფეს! - ქაჯებმა თავიანთი მბრძანებელი ქებით გააბრუეს.

- გაიხარეთ, ბოროტო, გარყვნილო, თაღლითებო! - ბელზებელმა საზეიმოდ მიმართა თავის ნახირს.

- დიდი მადლობა ასეთი სპატიო მიღებისთვის! - აყიყინდნენ ქაჯები

- ვის შეუძლია ყველაზე სასიამოვნო ამბით მოიწონოს თავი? - ბელზებელმა ბალნის ბერტყვით ამოიყიყინა.

წინ წამოდგა და გაიჭიმა რქებდაგრძელებული, ბრჭყალებზე სისხლშემხმარი, ღოჯებწამახვილებული, სხვებზე ტანმსხვილი და აჯაგრული პირდორბლიანი ურჩხული, სხვა წვრილ-მსხვილი ქაჯები მოკრძალებით, რომ ემლიქვნელებოდნენ.

- წარმატებები სახეზეა, უვერაგესო გარყვნილებავ! - თვითდაჯერებულად მოახსენა ამერიკის შეერთებული შტატების ეშმაკმა. - ზესკნელში რაც ეშმაკურ-ქაჯური ბალღამი დუღს ჩემი დამსახურებაა.

- ეგრეა, ეგრე! - აჭყივლდა ყველასგან განსხვავებული არსება, - სადაც კი ფეხი დავდგით ბოროტება, მტრობა, ვერაგობა, დაუნდობლობა და გარყვნილება ვამრავლეთ.

- რა უცნაური რამეა, - აჩურჩულდნენ ახლადგამოჩეკილი ეშმაკები.

- ეგ ამერიკის ეშმაკის რეკომენდაციით შექმნა ბელზებელმა, ნატოში ზის და ყველა ადამიანურს ატერორებს, - განუმარტეს საუკუნეთა სიმრავლით ხავსმოდებულებმა.

- ჩვენ ყველა ერთად სხვადასხვა პოზიციებიდან ვემსახურებით ერთიან საქმეს, - ენის ჩლიქინით, პრანჭვა-გრეხვით აწრიპინდა ბალანდაწნული და ბრჭყალმანიკურიანი, ფერებით აჭრელებული სიბერის ხავსმოდებული ეშმაკი.

- ეგ გერმაფროდიტი ვიღაა? - იკითხეს.

- ნატოსთან ერთსქესიანთა ქორწინებით შეერთებული ბებერი გარყვნილებაა. ყველა ევროპელი ეშმაკი გაერთიანდა და ევროკავშირი შეირქვეს.

- ერთად ვართ, ერთად! - აჭყივლდა ბალანგახუნებული, ჩლიქმოცვეთილი, პირვიწრო, თვალებმიმოფანტული, დიდკუზიანი, კოჭლი სიმახინჯე, რომელსაც გასაოცარი წრიპინით აჰყვა დახავსებულღოჯიანი, ბალანგატრუსული, შუბლზე სვასტიკანაკვალევიანი, მხარმოტეხილი ეშმაკი.

- პირველი ქართველთა დამაქცევარი ჩმახი ვიცანით, სულ რომ იძახიან ევროპელები ვართო, ევროკავშირის დროშაც ჩამოიკიდეს. არადა ევროპაში ცხვირს არ აყოფინებენ, თანაც დასცინიან და აპამპულებენ, მალე ევროპელები გახდებითო.

- მეორე ვიღა აჰყვა ჭიაფანდურასავით? - იკითხეს ახლებმა.

- ბელზებელს ნაჟეჟ ეშმაკთა ჟანგიან ჯართში ჰყავდა მიგდებული. ახლა დასჭირდა და უკრაინაში ბოროტებას დიდი მონდომებით ათხევინებს, - განუმარტეს ხავსმოდებულებმა.

- ყველაზე დიდ წარმატებას რით მიაღწიეთ? - იკითხა ბელზებელმა.

- ჩვენი წარმატების უპირველესი გარანტიაა ადამიანთა მოდგმის გარყვნა და პირუტყვების დონემდე გადაგვარება, რაშიც ამ ბოლო დროს გიგანტურ ნაბიჯებს ვდგამთ, - რქებდაგრძელებულმა აყლაყუდამ ამაყად უპასუხა.

- ცოტა გაზვიადებულად ხომ არ თქვი? - ბელზებელმა ორაზროვნად გაიღრიჭა.

- გაზვიადებული კი არა მოკრძალებულია, რა წარმატებებსაც მივაღწიეთ მას შემდეგ, რაც ფაშიზმი გაგვინადგურეს.

- შენ მაშინ სად იყავი? - ირონიული ღრეჭით შეეკითხნენ ჩლიქ-ხავსიანები.

- თუნდაც ის, რომ მე გამოვიჩეკე წარმატება არ არი?! - ამაყად უპასუხა ბალანეკლიანმა ნატოელმა.

- მე ნუ დამივიწყებთ, - აჭყივლდა უკრაინის უბედურება ეშმაკი.

- იღვიძებს დიდებული აგენტურა საქაჯეთისა, - გაისმა ყველასთვის ნაცნობი ჩმახის წრიპინი.

ბელზებელმა სიამოვნებით მოიფშვნიტა ბრჭყალები.

- საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორსაა, - პესიმისტურ ნოტზე ამოიკნავლა რქამოტეხილმა რუსეთის რიჟა ეშმაკმა.

- შორს როგორაა, შე საცოდაო, ვერაფრით რომ ვერ შეძელ რუსეთის გარყვნა, დაშლა და ამოგდება; ჩვენ კი სულ შენი დახეული ტყავის დაკერებას ვუნდებით. სადა გდიხარ როცა ამერიკამ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა?! - გაუწყრა ბელზებელი, - მათმა სახელმწიფო მდივანმა გაგვახარა, ამ სიბინძურეს ყველა ქვეყანაში სავალდებულოდ გავხდითო; შავკანიანმა პრეზიდენტმა კი სიამოვნებით გვამცნო, კაცებთან ასეთი ურთიერთობა გამოცდილი მაქვსო; სხვათაშორის, წინა პრეზიდენტი ბუშიც ამით იწონებდა თავს. ახლა ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავა, მათმა აჯობოს! - დაემუქრა.

- რას უზამენ, გააპედერასტებენ? - ახარხარდა ეშმაკთა შეყრილობა.

- ვინც ჩვენს დაკრულზე როკავს, პედერასტი არ არის?! - ამაყად აჭყივლდა ამერიკის ეშმაკი, თან ბანჯგვლიან კუნთებზე დაიხედა.

- რამხელა სიამოვნებაა ადამიანები ერთსქესიანი ქორწინებით რომ გადაჯიშდებიან, გაირყვნებიან, უზნეო, უპრინციპო, საზარელ სქესობრივ მანიაკ არსებებად იქცევიან, რომელსაც აღარაფერი წმინდა და სათაყვანო აღარ შერჩება, პირუტყვი მასთან შედარებით წმინდანად ჩაითვლება; ამგვარად ვაქცევთ ქაჯებად და სამყაროსაც სიბინძურე დაეუფლება.

- გულახდილად მინდა გითხრათ, რომ ადამიანთა გონებრივად განვითარების ამხელა მიღწევების დონეზე სქესობრივი სიბილწის და გარყვნის ასეთ წარმატების მიღწევას არ ველოდი, - კმაყოფილი ღრეჭით ამოიღრინა ბელზებელმა, რაც ქაჯებმა აღფრთოვანებული წივილ-კივილით და ყაყანით მიიღეს. - ჩვენი მიზანია ადამიანების ქაჯების დონეზე გარყვნა, რათა მთელ მსოფლიოში მოისპოს მორალი, ზნეობა, ნამუსი, პატიოსნება, ძმობა, მეგობრობა, სიყვარული და ყოველგვარი უფლისმიერი სპეტაკი სულიერება; მხოლოდ სიძულვილი, ბოროტება, მტრობა, გამხეცება, ღალატი, უმადურობა და ყოველივე ეშმაკისეული სისაძაგლე უნდა დამკვიდრდეს. ამის მიღწევა კი ყველაზე იოლად შეიძლება სექსუალური სიბილწის მანიაკალურ აღვირახსნილობის მორევში ადამიანთა ბაყაყის დონეზე აყიყინებით.

პირველყოფილი ადამიანი სწორედ ისეთი იყო, როგორიც ჩვენ გვჭირდება, მაიმუნივით ხეზე დახტოდა და სხვა მხეცებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ჩვენც მშვიდად ვიყავით, რადგან ეშმაკ-ქაჯურ ბოროტებას საფრთხე არ ემუქრებოდა. ადამიანი ადამიანის ხორცს ჭამდა; არავითარი მორალური, ზნეობრივი და ტრადიციებისადმი ერთგულების პასუხისმგებლობა არ ბოჭავდა. უფალმა იწყო მისი ისე გაკეთილშობილება, რომ ეშმაკ-ქაჯურ ბოროტებას აშკარა საფრთხე შეექმნა. ჩვენც მაგრად წავიმუშავეთ. ადამიანები გაუმაძღრობის, მომხვეჭელობის ბანგით სულ გადავრიეთ. ხომ ხედავთ, რაც ეს ჭირი შევყარეთ აღარაფერი ჰყოფნით. მთელი სამყარო მათი რომ იყოს, მაინც მეტის და მეტის მოხვეჭის ჟინი აწვალებთ, სანამ კოღოდ ქცეული მანიაკები იმავ მიწის მტვრად არ იქცევიან, ქაჯური თვისებები მოხვეჭის გაუმაძღრობით უნდა შევყაროთ. უფალმა კი მაშინვე გააფრთთხილა ეგენი, მდიდარი კაცი სასუფეველში ვერ მოხვდებაო, მაგრამ ჩვენს მიერ შეყრილი ჭირისგან ბევრი ვეღარ განიკურნა. ადამიანთა გადაგვარების და ჩვენ სამსახურში ჩადგომის საქმეში ყველაზე ეფექტური მაინც სქესობრივი გარყვნა და მანიაკალური აღვირახსნილობა გამოდგა. რამხელა ქაჯურ წარმატებას მივაღწიეთ სოდომსა და გომორში, ისე გავათახსირეთ ის ხალხი, თვითონ უფლის ანგელოზებზე იწევდნენ. კაცობრიობას ეშმაკთა რქებს დავადგამდით, უფალს სოდომი და გომორი რომ არ გადაებუგა, - გამწარებულმა ბელზებელმა ბალნიან თათზე იკბინა. - ჩვენ მაინც გავაგრძელეთ ადამიანთა გარყვნა მოხვეჭის გაუმაძღრობით და სქესობრივი სიბილწით. ვისაც აღზევება უნდა და დროებით წუთისოფელში განცხრომა ყოველივე ეშმაკეულს უნდა ჩაეხუტოს; ზურგი აქციოს უფლისმიერი რჩევებით გასპეტაკებულ სულიერ და ხორციელ ამქვეყნიურობას; აღიჭურვოს ბოროტებით, ვერაგობით, ღალატით, უსაზღვრო სექსუალურ გარყვნილებით და მოვა აქ, ჩვენთან ბედნიერ სიბინძურეში.

უფალმა ადამიანთა ყოველგვარი ეშმაკისეული ბოროტებისგან დასაცავად შექმნა ქრისტიანული, მუსლიმური, ბუდისტური და მრავალი სხვა სარწმუნოებები, რომლებიც სულიერი სისპეტაკით აკეთილშობილებენ ადამიანთა მოდგმას. მაგრამ ჩვენც ხომ არ გვძინავს, დაუზარელად ვებრძვით სიკეთეს ბოროტებით, სიყვარულს სიძულვილით, მოყვრობას მტრობით, ზნეობრივ და სულიერ სისპეტაკეს უზნეობით და სექსუალური გარყვნილების სიბილწით. ხშირად ისეთი წარმატებები გვქონდა, რომ თვითონ უფალი გაკვირდა. კათოლიკური ეკლესიის მამამთავრებმა ფართოდ გაგვითქვეს სახელი ინდულგენციებით თაღლითობით და ინკვიზიციით ჭკვიანი, მოაზროვნე ადამიანების კოცონზე დაწვით, პაპების სექსუალური გარყვნილებით; ქაჯთა მოდგმა დაეპატრონა რომის პაპებს და მათ მოძღვრებს, შედეგად კარგა ხნით შევაფერხეთ კაცობრიობის სასიკეთო განვითარება.

- მაშინ ვერაფრით ვერ შევაღწიეთ მართმადიდებელ ქრისტიანობაში, იმიტომაც დავანგრევინეთ ჩვენგან მოწონებული ხუთჯვრიანი დროშის ფრიალით ჯვაროსნებს მათი ბუდე კონსტანტინოპოლი. ახლა, როცა ამხელა წარმატებები გვაქვს კაცობრიობის სექსუალურ გარყვნაში, მართმადიდებელი რუსეთი ყელში ძვალივით გაგვეჩხირა და ეს ეშმაკისეული სიბილწე დაგმო.

- სამაგიეროდ უკრაინა გავიხადეთ ქაჯთა სათარეშოდ. რაც ევროპაში და ამერიკაში ჩვენგან შერჩეული ბოროტებაა უკრაინას შევუსიეთ. - ერთმანეთის დასწრების მცდელობით ამაყად იჭყივლეს ნატოს და ევროკავშირის ქაჯებმა.

- ეგ ნაქები ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად შევასაღებინე ჩემგან გარყვნილ ,,ნაცებს”, დღეს წარმატებული ფრიალით რომ მიუძღვის დაბეჩავების სამსალით გაბრუებულ ქართველებს ქაჯეთის მოუსავლეთისკენ, - აჭყივლდა ჩმახი.

- შე სიმპათიურო ბებერო, ქართველთა გადაადგილებისთვის ამჟამად მთელი საქაჯეთია ჩართული, მარტო შენ რატომ იბრალებ?! - ბელზებელმა ტყლაპივით დაკიდებული სიფათის ტყავი ბრაზით დაკეცა.

- რატომ მიწოდებ სიმპათიურს, უბოროტესო გარყვნილებავ, განა მე ამგვარ შეურაცხყოფას ვიმსახურებ? ენერგიულად რომ არ მეღვაწა ქართველთა დასაბეჩავებლად, მთელ უწმინდურობას წალეკავდნენ. მაგათი გაერთიანება და ჩვენი დაღუპვა ერთია. კაცობრიობის ბრწყინვალე მარგალიტი მწერლობით და მისი იდეებით ნაკვები ქართული კინომატოგრაფიით ბნელეთს ისე აქრობდნენ, უფლისმიერი სიბრძნის ნაზიარებნი, რომ თვალების გახელა მიჭირდა.

შოთა რუსთაველის შემოქმედების შარავანდედის სითბო სადაც მოსავს ადამიანთა გონებას, ჩვენ სინსილას აქრობს. სად არის ახლა ეს ამაღლებული უფლისმიერი მადლით გასპეტაკებული მწერლობა? ფაფუ, მე შევტენე ჩემი მსახური სახელმწიფო მოღვაწეების ძალისხმევით ხავსიან, ბნელით მოცულ უძრაობაში დასალპობად, სამაგიეროდ უკიდურესად გარყვნილი და ზნედაცემული მჯღაბნელების ზეობის ჟამი დგას დღეს. ვინმე წარმოიდგენდა ქართველთა მოთმინების ძარღვის ასე ვაგონის ბაგირად გადაქცევას? მე საქაჯეთიდან მაშინ მიმავლინეს საქართველოს უბედურებად და ქართველთა მოსასპობად ეს ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრ წმინდა ადგილად რომ გამოცხადდა და ქართველები ესოდენი თავდადებით უფრთხილდებოდნენ. ჩემი მოვალეობა კი არის, ამ სპეტაკი მხარის ქაჯთა საჯირითო ბინძურ ადგილად გადაქცევა. ამას რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში ქართველები უნდა გადავაჯიშოთ, გავრყვნათ, ქაჯური უზნეობით დავაბინძუროთ და მოვსპოთ. მათ გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებს თუ თვითონ მათში გადაგვარებული არსებები არ აურევენ გზა-კვალს. ჩემი დამსახურება იყო საქართველოს დაშლა ცალკე სამეფოებად და სამთავროებად. მათ სულში მე ჩავასახლე ეშმაკი, საკუთარი განდიდების მიზნით რომ ღვრიდნენ ერთმანეთის სისხლს; დასუსტებული დაქუცმაცებული საქართველო ჩვენ საჯირითო არენად გადააქციეს. სულ ცოტაც და ქართველების არსებობას აქ, საქაჯეთში ჩაგაბარებდით თუ არა უფლის ჩარევა. რომ მეგონა, უკვე გავიმარჯვე, სწორედ მაშინ გაათკეცებული ენერგიით დგებოდნენ ფეხზე და იწყებოდა ჩემი უბედურება. ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით საქართველო ისე განვითარდა, განებივრდა და გაძლიერდა, რომ ჩემი ხსენებაც კი გააქრო. მათრიეს მჟეჟეს, ბევრჯერ ქვეყნიდან გამაძევეს. მეც ნესტიან გამოქვაბულში შიშით ვკანკალებდი, რომ იქაც არ მოვეძებნეთ; მაშინ კი ვაი თქვენს ჩმახს. გადავრჩი, აწყობილმა ცხოვრებამ არევა იწყო და მეც გამოვძვერი ჩემი სამალავიდან. თუ გინდა, რომ ვინმე დაღუპო, მის საშველად შემართული მოკეთე უნდა შეაძულო; მეც აქედან დავიწყე. თუმცა მარტო არ ვყოფილვარ, ჩემთან იყო ამერიკელი ურჩხული, ნატოელი ზღარბეკალა, ევროკავშირელი ჰერმაფროდიტი, - ჩმახმა თავისი პირმოთნე მზერა მათზე გადაიტანა. - მთელი ამ ხნის განმავლობაში მაგრად ვწამლე დაგროვილი სიცრუის, სიძულვილის, ღვარძლის, ბოროტების და უმადურობის სამსალით ისე, რომ უახლოესი მეგობარი და მხსნელი შეიძულეს. ქართველთა უბედურება სწორედ აქედან დაიწყო. ერთ დროს ძლიერი, განვითარებული და ნებიერი ხალხისგან დარჩა გაღატაკებული, დამშეული, გაძარცული და დაბეჩავებული მასა, რომლისთვის უპირველესი საზრუნავია შიმშილის ბრჭყალებისგან თავის დაღწევა. ქართველებს სამშობლო აღარ აქვთ, ჩალის ფასად იყიდება. ჯოჯოხეთად ვუქციეთ ღვთისმშობლის წილხვედრი მამული და გასაქცევ ადგილს ეძებენ მხოლოდ. ნაციონალების სახით ისეთი მუხთალთა ხროვა დავასიე, ამგვარი ჭირი იშვიათია. ბოლოს ქართველებს ისე შეაძულეს თავი, მალე მათ ხსენებას გააქრობდნენ. დროზე ჩავანაცვლეთ ,,ქართულ ოცნებად” წოდებული პოლიტიკური აჯაფსანდალით. პედერასტების კანონი ისე მივაღებინეთ, ერთმაც ვერ ამოიკნავლა; ერთსქესიანთა ქორწინებაზე კანონსაც ისე მიიღებენ, რომ მათ ქაჯურ მორჩილებას ვერავითარი მარლთმადიდებლური პატიოსნება ხელს ვერ შეუშლის. ჩვენი გაწვრთნილი ნაციონალები კი ძველებურად აბინძურებენ ქართველთა არსებობის სიწმინდეებს. ახლა უკრაინასაც შევუსიეთ და ენერგიულად ექაჩებიან ამ თავგზააბნეულ ხალხს საქაჯეთის გარყვნილ სიბინძურეში.

საქართველოში კი ამერიკელებთან ერთად ვბატონობთ მოსყიდული პოლიტიკური პარტიებით და არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული ჩვენი აგენტურით. ხელისუფლება კი ისეა დაჩმორებული, ამერიკელთა დაკრულზე როკვაში ფეხი თუ აერიათ, შიშით გული უსკდებათ ნდობასთან ერთად, ქოსმენის მსუყე თანამდებობაც არ დავკარგოთო. ამრიგად ღვთისმშობლის წილხვედრილ წმინდა ადგილს მალე ქაჯთა თავშესაყარ სიბინძურედ გადავაქცევთ! - ჩმახის ყურების ბარაბნების მკაწრავმა ჭყივილმა გაავსო ქაჯთა თავშესაყარი. - წარმატება გარანტირებულია, ოღონდ შენ, უბოროტესო გარყვნილებავ, უფალს ხელი უნდა შეუშალო, ქართველებს ძველებურად რომ არ მიეხმაროს, - ჩმახმა თავისი ბრჭყალებიანი თათი ბელზებელისკენ გაიშვირა, რომელმაც, მოულოდნელობით შემკრთალმა, უხერხულად მოიფხანა ქეჩო.

- უფალი უსაზღვროდ ძლიერია, მოთმინება და პატიების უნარიც უსაზღვრო აქვს. თორე ჩვენსავით ვერაგი და ბოროტი რომ იყოს, საქაჯეთში გამოგვკეტავდა და ზევით ცხვირს არ აგვაყოფინებდა, მაგრამ ჩვენი გაკეთილშობილების დიდი სურვილით ყოველძთვის გვპატიობს მორიგ ბოროტებას, - ბელზებელმა ცბიერად გაიღიმა, - მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, უფალი საბოლოოდ რომ არ გაგვიწყრეს.

- ის ვეღარაფერს დაგვაკლებს! - ამაყად გაიფხორა ამერიკის ეშმაკი. - მთელ მრევლს გავუპედერასტებთ და ერთსქესიანად ვაქორწინებთ; ამგვარად ყველა ქაჯეთის მსახურად გადაგვარდება. მერე ვნახოთ, ვინ უფრო ძლიერი იქნება; უწმინდესი და უპატიოსნესი უფალი, თუ ჩვენი გარყვნილი და ბინძური ბელზებელი, - ამას აღფრთოვანებულ ქაჯთა როკვა და ყიყინი მოჰყვა.

- წარმატება ნამდვილად დიდი გავაქვს, ჩვენ და ამერიკის ურჩხულზე უკეთ არავინ იცის, როგორ გავრყვნათ მსოფლიო, - ნატოს ეკალჯაგრიანმა სიმახინჯემ პირმოთნედ შეხედა ამერიკელს, - ჯერ უნდა დააბეჩაო, გაამათხოვრო, თავმოყვარეობის ძარღვი დაუდუნო ყოველივე ეშმაკეულის მიმართ; თუ დაგჭირდა მუშტი და ჭიტლაყიც გამოიყენო. საერთაშორისო კანონიერებას რომ ეძახიან, სულ ქაჯურ ნოტებზე ავაწყეთ. ამგვარი სამართლიანობის ნიღბით გავწეწეთ და დავარბიეთ სერბია. კოსოვო ჩამოვაჭერით და ახლა იქ ისეთი ამერიკული სამხედრო ბაზაა, რომ მის მოქმედების ზონაში ყოველგვარ ადამიანურ გაფართხალებას შიშის ზარს სცემს. ერაყი ისეთი საბაბით ავაოხრეთ, მთელი მსოფლიოს ადამიანებს სიმწრით ეღიმებათ. გაბედონ და სიმართლე ამოიკნავლონ, ისეთ რამეს დავაბრალებთ, რომ ერაყში ატომის ბომბის ზღაპარი მასთან ანეკდოტი იქნება. ქაჯებიც იმიტომ ვართ, რომ აშკარა სიცრუის მწარე აბებს შაქრად და თაფლად ვაყლაპებთ ადამიანთა მოდგმას! ისე ავაქოთეთ და დავარბიეთ ლივია, რომ ქაჯების ღრეობას თავს ვეღარასოდეს დააღწევენ. მთავარია ადამიანური საერთაშორისო კანონიერების ნიღბით საქაჯეთს ემსახურებოდე. ამგვარად გავასამართლეთ სერბიის მილოშევიჩი, ერაყში სადამ ჰუსეინი; ლივიაში კადაფი ჩვენებური სისატიკით მოვსპეთ. სირია გაგვიმაგრდა რუსეთის დახმარებით, მაგრამ მოსახლეობა იქაც დავაწიოკეთ და ახლა სუყველა ევროპას მიაწყდა. ამ მეთოდით ევროპაში ამოვძირკვავთ, რაც ადამიანური გააჩნიათ. აქედან კი მთელ მსოფლიოს მოვიჯირითებთ ხალხის დასაბეჩავებლად, მერე კი როგორც გვინდა ვიჯირითებთ ადამიანთა გადაჯიშების ხუსტურებით.

- დიდი წარმატებებით განებივრებულებმა სიფხიზლე არ მოადუნოთ, -  გააფრთხილა ბელზებელმა.

- ადრე ნამდვილად ვფრთხილობდით, ფაშისტების ბედი გვაშფოთებდა. ახლა როცა მთელ ევროპას სექსუალური გარყვნილების სიბინძურე წალეკვით ემუქრება საშიში აღარაფერია. ყველა დავაშინეთ, რუსეთის გარდა. ჩვენც ამერიკის პირდორბლიანი ურჩხულის წინამძღოლობით მივხოხავთ მისკენ უკრაინის და სხვათა მეშვეობით, რათა უფრო ჭკვიანურად მოვაშთოთ, ვიდრე ამას ფაშისტები აკეთებდნენ, თან გზადაგზა რუსეთის ყოფილი მოძმე ქვეყნების ეშმაკები გვიერთდებიან, - ნატოს ეშმაკმა ღრმად ჩაისუნთქა და გაიბერა, თითქოს უნდოდა ეჩვენებინა, როგორ იზრდებოდა.

- მაგ შეერთებით და გაბერვით ისე არ მოხდეს, რომ შეკოწიწებულ ნაკერებში დაიშალო და შენივე ნატოს ეშმაკებმა თავიანთ ტყავის გადასარჩენად მოკურცხლონ; მაშინ შენგან ის დარჩება, რაც გამსკდარი საპნის ბუშტიდან. ამგვარი მაგალითები ბევრი გვაქვს და ეს მაშფოთებს, რადგან რუსეთმა ბევრჯერ შეგვიცვალა ნეკნების მდგომარეობა; - ბელზებელმა ნატოს ეშმაკს დამრიგებლის ტონით შეუღრინა. - დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი შეყრილობა, წინ ხომ დიდი წარმატებები გვიცდის. ახლა კი ყველამ კუპრის აბანოთი დაისველეთ ამყრალებული ბალანი! - ბრძანა და ქაჯებიც ჭყივილ-ყიყინით გადაეშვნენ აუზში დაგვალული ტყავის დასალბობად.

საქართველო, თბილისი
2016 წლის 23 მარტი