რედაქტორისგან
“სუხიშვილები არა, სააკაშვილები!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორი პრემიერი კვირიკაშვილისგან ქართული ნაციონალური ბალეტისთვის სახელის გადარქმევას მოითხოვს

 ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, რომელსაც საქართველოში უბრალოდ სუხიშვილი-რამიშვილის ანსამბლს ეძახდნენ (მისი შემქმნელებისა და სამხატვრო ხელმძღვანელების - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის გვარების მიხედვით) საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ყველაზე ხშირად სუხიშვილი-რამიშვილი კრემლში და მოსკოვის სხვა დიდ სცენებზე გამოდიოდნენ და საქართველოსა და რუსეთის ურყევი მეგობრობის, ქართული და რუსული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ერთობის სიმბოლოს წარმოადგენდნენ.

 მას შემდეგ, რაც დიდი ილიკო და ნინო უფალმა მიიბარა, ანსამბლის ხელმძღვანელები მათი შთამომავლები გახდნენ (კონკრეტულად არ დავასახელებთ - ვინ, ისინი ამის ღირსები არ არიან) და კოლექტივს  სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი ან, უბრალოდ, “სუხიშვილები” დაერქვა. სწორედ მას შემდეგ გადაიქცა “სუხიშვილები” პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პარტია “ნაცმოძრაობის” პიარ-ანსამბლად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლის 22 მარტის ღამეს.

 ქართული ჟურნალისტიკის დღეს “სუხიშვილებმა”, უკრაინის დროშით ხელში, თბილისში რუსეთის საელჩოს შენობის წინ ქართული სამხედრო ცეკვა “ხორუმი” შეასრულეს ჟურნალისტების მკვლელის, აღალის ბოზის და სადისტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად!

 საპროტესტო აქცია-კონცერტი ლოზუნგით “თავისუფლება ნადიას!” დიდხანს გაგრძელდა, რის გამოც ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტა. აქცია სადისტმა, ჯალათმა და ძებნილმა მკვლელმა - ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა დააფინანსა, რომელმაც დაუყოვნებლივ განათავსა ვიდეომასალა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

 თბილისში აქციის ორგანიზატორები იყვნენ: პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ექსთავმჯდომარე გივი თარგამაძე (მეტსახელად “ვასილიჩი”, პედოფილი, მორგის სანიტარი, ნავალნის მეგობარი და “ფერადი რევოლუციების” პიარ-ტექნოლოგი) და “ნაცმოძრაობის” ადგილობრივი ლიდერის, უშიშროების საბჭოს ექსმდივნის გიგა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი (მეტსახელად “ჩერგო”, მედიაკორპორაცია “ტაბულას” ხელმძღვანელი).

 აქცია ჩატარდა სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდაჭერითა და საინფორმაციო უზრუნველყოფით.

 რა თქმა უნდა, მიშკას მაიმუნივით ბრბოს გასართობად იქ არ უცეკვია ნამდვილ ქართველს - მოცეკვავეს, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე 2011 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დააპატიმრეს, იმის გამო, რომ უარი თქვა, ეცეკვა მკვლელისთვის, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე პროსპექტი დემონსტრანტების სისხლით მორწყა!

 ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს:

 ბატონო პრემიერ-მინისტრო!

 როგორც ხვდებით, ქართული ნაციონალური ბალეტი არ შეიძლება იყოს “ნაცმოძრაობის” პარტიული ანსამბლი და სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილის დაკვეთითა და ფულით ცეკვავდეს.

 არ შეიძლება, სახელმწიფო ერთი ხელით პრაღასა და ჟენევაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდეს, მეორეთი კი - ასპონსორებდეს ანსამბლს, რომელიც დასცინის პრეზიდენტ პუტინს და ამ ურთიერთობაში დაძაბულობის ესკალაციაზე იწვევს რუსეთს. ან იქნებ თქვენს კულტურის მინისტრს დაავიწყდა, რომ ეს მისი პირადი კი არა, საბიუჯეტო ფულია, ანუ ქართველი ხალხის?!

 ანდა რატომ აძლევენ თქვენი შსს და სუს-ი ამ პროვოკაციების გამართვის ნებას უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერად, რომლის მაღალი წარმომადგენელი სააკაშვილი გახლავთ? უკრაინის იმ ხელისუფლების, რომელიც არ გადმოსცემს სააკაშვილს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ამით თქვენ და თქვენს მთავრობას შეურაცხყოფს?!

 ზემოთქმულთან დაკავშირებით მოვითხოვ, სასწრაფოდ გადაერქვას სახელი სტრიპტიზ-ბარების მოცეკვავეთა და ცირკის მაიმუნთა ანსამბლს და “სუხიშვილების” ნაცვლად დაერქვას “სააკაშვილები” - სააკაშვილის საბალეტო ანსამბლი.

პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 23 მარტი
საქართველო, თბილისი