უცხოეთი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორმა ანტიკორუფციული ფორუმის დამსწრენი თავისი იმიჯით გააოცა. ის საზოგადოების წინაშე წინდებში ჩაყოლებული შარვლით წარსდგა. ეს ერთ-ერთმა მონაწილემ ფოტოზე აღბეჭდა და ინტერნეტში მინაწერით გაავრცელა.
დიმიტრი იანოვსკი: „მიხეილ ნიკოლოევიჩი ქარიზმატულია, მაგრამ შარვლის წინდებში ჩაყოლების პრინციპს ვერ მივხვდი”.
სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის ერთ-ერთი პოპულარული ვერსია ისაა, რომ სააკაშვილი ფორუმზე ველოსიპედით მივიდა, შარვლის ტოტი კი ფეხსაცმელში ჩაიტანა, რომ ჯაჭვს არ გამოდებოდა.