საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. გუშინ პარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე იმსჯელეს. ამ თემით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნა.
„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ევროპის საბჭოს ქვეყნებისგან არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა.
„მთავარი პრობლემა არის 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობასაც დღემდე არ აქვს საცხოვრებელი და ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი“, - აღნიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩასვლას, ე.წ. სასაზღვრო ზოლისა და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულებას გეგმავენ.