სამართალი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ლაშა ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.