პოლიტიკა
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. მუსლიმები 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ადგილას გაიმართა.
ერთ-ერთი სადღესასწაულო ცენტრი მარნეული იყო, სადაც მოსახლეობას დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შემადგენელი ნაწილია ცეცხლის დანთება. მარნეულის ცენტრში პრემიერმა და პრეზიდენტმა ცეცხლი დაანთეს.