პოლიტიკა
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით რუსულ წყაროებს დაეყრდნო“ - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის. აბაშიძემ ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო. ვიდრე პრაღაში წავიდოდი, მე პრეზიდენის მრჩეველს შევხვდი და დეტალურად გავიარე ყველა საკით... როდესაც კარასინმა გააკეთა განცხადებები, ფიზიკურად იქ არ ვიყავი, რომ მყისიერად გამეცა პასუხი. ბატონ კარასინის ადგილზე მე ასე არ მოვიქცეოდი და მსგავს განცხადებას კოლეგასთან ერთად გავაკეთებდი. მე ამ თემაზე კარასინთან აუცილებლად ვისაუბრებ...

 ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და ბატონ კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული დელეგაციის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

 "ბატონ პრეზიდენტს კითხვა გაუჩნდა ჩემ მიერ ნახევრად ხუმრობით, თუნდაც სერიოზულად გაცემულ პასუხზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რუსეთთან მიმართებაში. ვუთხარი, რომ ჭკუით უნდა მოვიქცეთ. საინტერესოა, როდის აქეთ გახდა ჭკუით მოქცევა პოლიტიკაში საეჭვო ან ცუდი?" - განაცხადა აბაშიძემ, რომელიც გაკვირვებული დარჩა მარგველაშვილის კრიტიკით და განცხადებით, რომ პრაღის ფორმატი დაზუსტებას საჭიროებს.