უცხოეთი
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გაუკეთეს საქართველოს უარს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩისლავ ჩირიკბას განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმაზე საქართველოს უარი  მის რევანშისტულ ზრახვებზე მეტყველებს. ჩირიკბა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს განზრახვაა დაელოდოს შესაფერის მომენტს და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით შეეცადოს. "იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ არ არსებობს პროგრესი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამ დოკუმენტის გარეშე კი ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია“, - აცხადებს ვიაჩისლავ ჩირიკბა.