უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. რუსეთში ყირიმის მიერთების მეორე წლისთავს აღნიშნავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში კონცერტზე სახელწოდებით «ჩვენ ერთად ვართ» 100 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ღონისძიებები იმართება რუსეთის სხვა ქალაქებშიც, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
რუსეთის პრეზიდენტი ნახევარკუნძულის შემოერთების მეორე წლისთავზე ყირიმში ჩავიდა. ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების საკითხზე თათბირი გამართა. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა პირობა დადო, რომ ქერჩის სრუტეზე ხიდი დათქმულ ვადაზე გაიხსნება. საავტომობილო მოძრაობა ხიდზე 2018 წლის დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.