საზოგადოება
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. დეპუტატ ომარ ნიშნიანიძისთვის „იდენტობის“ პროტესტი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მიუღებელია. ის აცხადებს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მსგავსი აქცია ქუთაისში გაიმართებოდა. „ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი, ნამდვილად არ დამესიზმრებოდა. უარყოფითად ვუყურებ ამ ყველაფერს. შეკრების თავისუფლება არის, ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ. არაფერს არ ვუშავებთ მათ და ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ დემონსტრაციას, დროშების ქნევას და რაღაც-რაღაცების გამოფენას ჩემს ქალაქში ნამდვილად არ მივესალმები", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.