საზოგადოება
კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შესახებ ინიციატივას სპეციალური კომისია შეისწავლის

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. კომისია უახლოეს მომავალში საჯარო განხილვებს დაიწყებს. თუმცა, მანამდე ეს საკითხი დეპუტატებს შორის მწვავე კამათის თემა გახდა. იყო არაკორექტული განცხადებებიც, რის გამოც ქართული ოცნების წარმომადგენლებს თანაგუნდელებიც დაუპირისპირდნენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც ინიციატივას აკრიტიკებენ, განმარტავენ, რომ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას - სამოქალაქო კოდექსი უკვე განსაზღვრავს და ამის კონსტიტუციაში ჩაწერა საჭირო არ არის. ამავე არგუმენტით თანაგუნდელების ინიციატივას მხარს არ უჭერენ რესპუბლიკური პარტიის წევრებიც.

საკონსტიტუციო ინიციატივა შენობის გარეთ გააპროტესტეს სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებმა. ისინი საპარლამენტო უმრავლესობას წინასაარჩევნო პოპულიზმში ადანაშაულებენ.