საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმ თემს სოლიდარობას უცხადებენ

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. აღნიშნული ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს, განუხრელად დაიცვას რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმისა და თანასწორობის პრინციპები და:

 „დააჩქაროს მუსლიმი თემის განცხადების განხილვა ბათუმში ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და დააკმაყოფილოს ის;

 უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადაცემისა და შემდგომში მეჩეთის მშენებლობის პროცესში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის აქტიური მონაწილეობა, პროცესის დემოკრატიულად  წარმართვისა და მუსლიმი თემის ნდობის უზრუნველყოფის მიზნით;

 არ შეუქმნას მუსლიმ თემს გაუმართლებელი ბარიერები მეჩეთის მშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურის კანონიერ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ პირობებში წარმართვა“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.