საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ფარული მასალების შენახვა-გავრცელებისთვის 5 პირია პასუხისგებაში მიცემული. ერთ–ერთი მათგანი - ინგა ჩატოიანი სასამართლომ 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩატოიანის თქმით, ფარული ჩანაწერები მას ზურაბ ჯამალაშვილმა გადასცა.
ინგა ჩატოიანს დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე დაუპირისპირდა. ფიზიკური თავდასხმის მცდელობის კიდევ ერთი ინციდენტი დარბაზში მოხდა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ჯამალაშვილმა მასალები ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს მისცა, ფხალაძემ - ინგა ჩატოიანს, ჩატოიანმა - კუდ-ის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, ხაჭაპურიძემ - გელა ღურწკაიას, ღურწკაიამ კი სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები “ქრონიკა პლუსის” რედაქციაში მიიტანა. გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას გაზეთის რედაქტორმა ელისო კილაძემ მიმართა, რომელიც დარწმუნებულია, რომ რედაქციაში მასალების მიტანით მისი დაკავება სურდათ.