აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული აღჭურვილობით მომარაგდება

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მორიგი ქართული ბატალიონი  ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის სისტემებით აღჭურვილი გაემგზავრება.

როგორც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ აცხადებენ, ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა.

„დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ახალი პროდუქციის ექსპორტზეც გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.