აქტუალური
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ნატოს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის სამხედროები ეწვივნენ

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის  აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს.

ნატოს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის ოფიცრები საქართველოში კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან. მრავალეროვნული ღონისძიება ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.

თბილისში ჩამოსულმა ნატოს მაღალჩინოსანმა სამხედროებმა თავდაცვის მინისტრთან გამართეს შეხვედრა და არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერეს.