სამართალი
„კოკაინის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით კორუფციული გარიგება არ დასტურდება“ - კოკა კაციტაძე

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. პროკურატურაში ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებენ.

 მთავარი პროკურატურის სამართალწარმოებისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კოკა კაციტაძის თქმით, კოკაინის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით კორუფციული გარიგება არ დასტურდება.

 “ეგრეწოდებული კოკაინის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დასტურდება არც კორუფციული გარიგების ფაქტი და არც კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლის განხორციელების ფაქტები“, - განაცხადა კაციტაძემ.

 “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა ბესელიას ტელეფონს ექსპერტიზა, კაციტაძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას პოზიცია არ იცის, თუმცა ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება იმისათვის, რომ დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა კორუფციული გარიგების ფაქტს ადგილი.