პუბლიკაციები
2016 წლის 19 მარტს, მოსკოვის დროით 03:50 საათზე, ავიაკომპანია FlyDubai-ს Boeing 737-800 (რეისი დუბაი-მოსკოვი) დონის როსტოვის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. დაირუპა 55 მგზავრი, მათ შორის ოთხი ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი. ბორტზე იმყოფებოდნენ უკრაინის - შვიდი მოქალაქე, ერთი - უზბეკეთის და ერთიც - ინდოეთის მოქალაქე. დანარჩენი დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად შეიძლება ქცეულიყო ეკიპაჟის მცდარი მოქმედება ცუდი ამინსიდ პირობებში და ტექნიკური გაუმართაობა.
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღრმად თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინს დონის როსტოვის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის გამო.
2016 წლის 19 მარტი
საქართველო, თბილისი