უცხოეთი
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა აშშ–ის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობს იმის დასადგენად, საიდან აიტვირთა ინტერნეტში ინტიმური შინაარსის სკანდალური ვიდეოჩანაწერი, – აის შესახებ ცნობას თავად უწყება ავრცელებს.
„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამოცხადდა სასამართლოს გადწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნა აშშ–ის კომპეტენტურ ორგანოებს გაეგზავნა იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნიდან განხორციელდა ვიდეომასალების განთავსება ინტერნეტში და ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინტერნეტ–მომხმარებლის საიდენტიფიკაციოდ“, – ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.