საზოგადოება
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ყველიერს – „საქართველოს რუს ქალთა კავშირისა“ და „ახალგაზრდა რუსების კავშირის“ მიერ ორგანიზებულ რუსული კულტურის საღამოს დაესწრნენ

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ გამართულ რუსული კულტურის საღამოს ფრაქციასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიწვევით დაესწრო.

 ღონისძიება, რომელიც რუსეთის სახალხო დღესასწაულ „მასლენიცას“ (ყველიერი) მიეძღვნა, საქართველოს რუს ქალთა კავშირისა“ და ახალგაზრდა რუსების კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 ორგანიზატორთა თხოვნით, რიმა ბერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დეპუტატმა უახლოეს მომავალში თბილისში მეგობრობის სახლის’’ გახსნის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს შეკრებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის საშუალება ექნებათ.

 „კავკასიურ სახლში“ გამართულ რუსული კულტურის საღამოს  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდა.